მნიშვნელობა საქართველოს მონაკვეთი ინფრასტრუქტურა სიახლეები პარტნიორები კონტაქტი ფოტოგალერეა
/
ახალქალაქი-კარწახი
წალკა-ახალქალაქი
თეთრიწყარო-წალკა
VI ეტაპი -ახალქალაქი-კარწახის ახლად მშენებარე უბანი
ახალქალაქის სადგური
საქართველო-თურქეთის სასაზღვრო გვირაბი
I-II-IIIეტაპები-მარაბდა-ახალქალაქის სარეკონსტრუქციო- სარეაბილიტაციო უბანი
მარაბდა-თეთრიწყარო

ახალქალაქი-კარწახი

ახალქალაქი -კარწახის ახალ მონაკვეთზე დაიგო 26.142კმ ევროპული სტანდარტის 1435 სიგანის ლიანდაგი რ/ბ შპალებზე. აშენდა 53 ხელოვნური ნაგებობა, აქედან 5 ხიდია, მათ შორის ხიდი მდინარე კირბულახზე, რომლის ანალოგიც  პოსტ საბჭოთა  სივრცეში  არ მოიპოვება.

წალკა-ახალქალაქი

წალკა – ახალქალაქის მონაკვეთზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 74 კმ სიგრძის ლიანდაგს, მათ შორის უპირაპირო წნულებით მოეწყო 55.829 კმ .

წალკა-ახალქალაქის უბანზე არსებული 149 ხელოვნური ნაგებობიდან რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 133 ხელოვნურ ნაგებობას.

აშენდა ახალი: 4 გზაგამტარი, 8 ბეტონის გადამღობი კედელი, 4 თოვლდამცავი გალერეა  საერთო სიგრძით  2,5 კმ 4 გზაგამტარის და 4 გალერეის მშენებლობა  უახლესი ტექნოლოგიებით. გზაგამტარები და გალერიები აიგო გალვანიზირებული გოფრირებული მეტალოკონსტრუქციებით.

თეთრიწყარო-წალკა

თეთრიწყარო – წალკის მონაკვეთზე რეაბილიტაცია ჩაუტარა 49.7 კმ სიგრძის ლიანდაგს, მათ შორის უპირაპირო წნულებით მოეწყო 37.6 კმ .

ამ უბანზე მოეწყო ასაქცევი ჭივჭავი, რომლის სიგრძეა 3.7 კმ ლიანდაგი.

თეთრიწყარო – წალკის უბანზე არსებული 114 ხელოვნური ნაგებობიდან რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 103 ხელოვნურ ნაგებობას. აშენდა ახალი: 3 გზაგამტარი, 4 რ/ბ მილი, 1 ბეტონის გადამღობი კედელი, 1 ხიდი, 1 მეწყერსაწინააღმდეგო ნაგებობა.

3 გზაგამტარი აშენდა  უახლესი ტექნოლოგიებით.   გალვანიზირებული გოფრირებული მეტალოკონსტრუქციებით.

VI ეტაპი -ახალქალაქი-კარწახის ახლად მშენებარე უბანი

დასრულდა 154 მ სიგრძის ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხიდის მშენებლობა  მდ. კირხბულახზე (ახალქალაქში). აგრეთვე დასრულდა ტექნიკური, საბაჟო და სასაზღვრო მომსახურების შენობების მშენებლობა კარწახის სადგურში. აშენდა 51 ხელოვნური ნაგებობა (მათ შორის 3 ხიდი), დასრულდა მიწის ვაკისის მოწყობისძირითადი სამუშაოები,  დაიგო 21,6 კმ ლიანდაგი, მიმდინარეობს დაბალასტება და ლიანდაგის გასწორება გეგმაში; მოეწყო 21,6კმ უპირაპირო ლიანდაგი. დასრულდა 4 ახალი გზაგამტარის მშენებლობა; სადგურ ,,კარწახში“ ჩაიგო 26 კომპლექტი UIC-60 ტიპის 1/11 მარკის ისრული გადამყვანი; დასრულდა სადგურ კარწახის გარე ელმომარაგების 10კვ საჰაერო ხაზის მშენებლობა.

ახალქალაქის სადგური

IV ეტაპი –ახალქალაქის ვაგზალი: დასრულდა ვაგზლის შენობის სამშენებლო და კონსტრუქციული ნაწილები, ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი სამუშაოები, შიდა საინჟინრო ქსელების, გათბობა-ვენტილაცია-კონდეცირების სისტემების მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები; ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარების და კეთილმოწყობის სამუშაოები.

ეტაპი –ახალქალაქის სარკინიგზო სადგური: დასრულდა სატვირთო რაიონში საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ბეტონის მოედნების  მშენებლობა, დამონტაჟდა საკონტეინერო 40 ტონიანი ამწე; დაიგო 9 კმ სხვადასხვა დანიშნულების სარკინიგზო ლიანდაგი და ჩაიგო 37 კომპლექტი ისრული გადამყვანი; დასრულდა წევის ქვესადგურის შენობის მშენებლობა, მიმდინარეობს ღია და შიდა გამანაწილებელი მოწყობილობების სამონტაჟო და გაშვება-გაწყობითი სამუშაოები; დასრულდა სარკინიგზო და საავტომობილო სასწორების  ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარეობს მათი ჯიხურების მშენებლობა; მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების, ვაგონების ურიკების შეცვლის პუნქტის და სხვა ძირითადი საინჟინრო-ტექნიკური დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები.

სატვირთო ვაგონების ურიკების გადაწყობის პუნქტში დამონტაჟდა 2  ჯოჯგინა ამწე.

სასიხარულოა, რომ ახალქალაქს  უკვე ამშვენებს ევროპული სტანდარტის, თანამედროვე არქიტექტურის, ულამაზესი ვაგზლის შენობა რომელიც დაპროექტებულია მსოფლიოში ცნობილი გერმანელი არქიტექტორის იურგენ მეიერის მიერ.

სულ მალე ახალქალაქის სადგური უზრუნველყოფს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო გადაზიდვებს.

ბაქო-თბილისი-სტამბულის სარკინიგზო მიმართულებით იმოძრავებენ უახლესი, თანამედროვე ტიპის მატარებლები.

საქართველო-თურქეთის სასაზღვრო გვირაბი

დასრულდა სარკინიგზო გვირაბის  მშენებლობის ძირითადი სამუშაოები.  მისი საერთო სიგრძეა 4470 მეტრი,  მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე – 2070 მეტრი (240 მეტრი გალერეა); დასრულდა  გვირაბის პორტალის მიმდებარე გალერიის (240მეტრი) მშენებლობის ძირითადი სამუშაოები და სამთო არხის მშენებლობა; დასრულდა ლიანდაგის დაგება კარწახის სადგურიდან თურქეთის საზღვრამდე (2,4კმ), მიმდინარეობს  ლიანდაგის პარამეტრების პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.

I-II-IIIეტაპები-მარაბდა-ახალქალაქის სარეკონსტრუქციო- სარეაბილიტაციო უბანი

მშენებლობის დასაწყისიდან დაიგო 156,7 კმ ახალი ლიანდაგი (დაბალასტებულია 156,7 კმ ერთი ფენა, მათ შორის სრულად 80 კმ. მიმდინარეობს დაბალასტების სამუშაოები);

318 ხელოვნური ნაგებობიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა 298 ნაგებობას. მოეწყო 5950 მეტრი ბორდიური, გაკეთდა 5 გაბიონის კედელი;  III ეტაპზე ჩაიგო 21 ახალი 1/11-რ65  და 6 კომპ. რ65-1/9 ტიპის ისრული გადამყვანები; მოეწყო უპირაპირო ლიანდაგი 150კმ; სამშენებლო სამუშაოები  დასრულებულია    I  ეტაპის  29,2 კმ-ზე.        II  ეტაპის 49,7 კმ-დან მიწის სამუშაოები ძირითადად დასრულებულია, ლიანდაგი დაგებულია 49,7კმ-ზე.  III ეტაპის 74,1 კმ-დან მიწის ვაკისის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, ლიანდაგი დაგებულია 74,1 კმ-ზე. დასრულებულია 4 (№3,4,5,6) თოვლდამცავი გალერეის კონსტრუქციული ნაწილის მოწყობის სამუშაოები, მიმდინარეობს გრუნტის შემოყრის სამუშაოები;  რეკონსტრუქცია ჩაუტარდა რკინიგზის 10 ვაგზლის შენობას;ცხრაძმის, წინწყაროს და თეთრიწყაროს სადგურებში დამონტაჟდა მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის (მპც) საკაბელო ქსელები და საპოსტო მოწყობილობები;ტრასაზე ჩაიდო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი 333 კმ, დამონტაჟდა კავშირგაბმულობის აპარატურა   11  სადგურზე და სიგნალიზაციის საპოსტო მოწყობილობები  3 სადგურზე; ელექტრული წევის 7-ვე ქვესადგურში დასრულდა მოწყობილობა-დანადგარების დამონტაჟება, გაშვება-გაწყობითი სამუშაოები და ჩართულია მუშა მდგომარეობაში;დაიდგა 3 500ც-ზე მეტი საკონტაქტო ქსელის ანძა, დამონტაჟდა 153 კმ და დარეგულირდა 153 კმ საკონტაქტო ქსელი. III ეტაპზე №3, №4 და №5 თოვლდამცავ გალერეებში დამონტაჟდა კაბელისთვის პოლიეთილენის გარცმის d= 63 მმ-იანი მილები, სულ 8 000 მეტრი. 2015 წლის  იანვარში მოხდა სატესტო-სამუშაო მატარებლის პირველადი გავლა სადგურ ,,კარწახამდე“; 2016 წლის თებერვალში მარაბდა-ახალქალაქის მონაკვეთზე გაიარა სატესტო, სატვირთო, ორგანიზებულმა მატარებელმა. 2017 წლის 27 სექტემბერს მარაბდა-ახალქალაქი–კარწახის მონაკვეთზე გაიარა სატესტო სამგზავრო მატარებელმა.

2017 წლის 2 ნოემბერს მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე პირვალად გაიარა 30 კონტეინერით დატვირთულმა სატესტო  სატვირთო მატარებელმა.

მარაბდა-თეთრიწყარო

მარაბდა – თეთრიწყაროს მონაკვეთზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 29.2 კმ სიგრძის ლიანდაგს, მათ შორის უპირაპირო წნულებით მოეწყო 23.965კმ ლიანდაგი.

ამ უბანზე მოეწყო ასაქცევი,  რომლის სიგრძეა 5.1 კმ.

მარაბდა თეთრიწყაროს უბანზე არსებული 56 ხელოვნური ნაგებობიდან რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 50 ხელოვნურ ნაგებობას.

აშენდა ახალი: 2 გზაგამტარი, 4 რ/ბ მილი, 1 ბეტონის გადამღობი კედელი.