ახალქალაქის სადგური
ახალქალაქში აშენდა ევროპული სტანდარტის, თანამედროვე არქიტექტურის, ულამაზესი ვაგზლის შენობა, რომელიც დაპროექტებულია მსოფლიოში ცნობილი გერმანელი არქიტექტორის იურგენ მეიერის მიერ და რომელიც უზრუნველყოფს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო გადაზიდვებს.
რკინიგზის სადგურები, ხიდები
კირბულახის ხიდი
მარაბდა-კარწახი რკინიგზის ფარგლებში ახალქალაქში კირბულახის ხიდის მშენებლობა დაიწყო, რომლის სიგრძეც 155 მეტრია.
კარწახიდან თურქეთს გვირაბი დააკავშირებს, რომლის სიგრძეა 4,4კმ.
ახალ სარკინიგზო ხაზზე 35 ხიდი აშენდა და გარემონტდა.
პროექტის მიხედვით რკინიგზის მთელ ტერიტორიაზე დასრულდა შემდეგი სადგურების მშენებლობა:
- სადგური “ცხრა ძმა”
- სადგური “წინწყარო”
- სადგური “თეთრიწყარო”
- სადგური “ნადარბაზევი”
- სადგური “ბედენი”
- სადგური “წალკა”
- სადგური “თრიალეთი”
- სადგური “თაფარავანი”
- სადგური “ფოკანი”
- სადგური “ნინოწმინდა”
- სადგური “კარწახი”
ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური
წარმოგიდგენთ ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურს – მის ტერიტორიაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს, ტექნიკურ აღჭურვილობას, ინფრასტრუქტურას და ვაგზლის შენობას, რომელიც დაპროექტებულია ცნობილი გერმანელი არქიტექტორის, იურგენ მეიერის, მიერ.
ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური რეგიონის უმთავრესი სარკინიგზო ჰაბია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. სადგური მდებარეობს ზღვის დონიდან 1800 მ. სიმაღლეზე და მისი საერთო ფართობი შეადგენს 102 ჰექტარს.