მნიშვნელობა საქართველოს მონაკვეთი ინფრასტრუქტურა სიახლეები პარტნიორები კონტაქტი ფოტოგალერეა
/
აბრეშუმის გზის ისტორია
დერეფნის მნიშვნელობა
ნიუ-იორკის კონფერენცია
შეფასებები
ფინანსური ინფორმაცია

აბრეშუმის გზის ისტორია

ათასობით წლის წინ, „დიდი აბრეშუმის გზა“ აკავშირებდა ერთმანეთთან ევრაზიის სხვადასხვა ნაწილში მდებარე უდიდეს ცივილიზაციებს.

იმ უძველეს ეპოქაშიც, კომუნიკაცია არა მხოლოდ პრუდუქციის, არამედ ტექნოლოგიების, იდეების, აღმოჩენების გაცვლის, იდეალთა და  ღირებულებათა გავრცელების საშუალება იყო.

1998 წელს, სენატორ ბრაუნბეკის ინიციატივით, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო რეზოლუცია „ახალი აბრეშუმის გზის“ მხარდაჭერის შესახებ.

ისევე როგორც უძველეს ეპოქაში, ამ პროექტის მიზანია აზიის სწრაფად მზარდ ბაზრებთან დამაკავშირებელი უმოკლესი და უსწრაფესი ალტერნატიული გზების ძიება, კომუნიკაციათა დივერსიფიცირება, ტექნოლოგიების გავრცელება და ენერგომატარებელთა სტაბილური მიწოდება.

„ახალი აბრეშუმის გზის“ ფარგლებში უკვე მოქმედებენ ტრასეკას, აგრეთვე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის „დიდი ნავთობსადენისა“ და ბაქო-თბილისი-ერზრუმის „დიდი გაზსადენის“ მაგისტრალები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს ეკონომიკური რეალობა კასპია – შავი-ზღვის რეგიონში, შექმნეს განვითარების ახალი პირობები და გააძლიერეს არა მხოლოდ ამ რეგიონის ქვეყნების, არამედ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება.

 

დერეფნის მნიშვნელობა

რკინის აბრეშუმის გზა უახლოეს მომავალში ამოქმედდება და ეს იქნება ისტორიული მოვლენა მსოფლიო ეკონომიკისათვის, რომელსაც სულ მალე იგრძნობს რიგითი მოქალაქეები თუ ბიზნესმენები, ვისაც მიეცემა საშუალება ბევრად სწრაფად და იაფად მიაწოდოს პროდუქცია მომხმარებელს, გააფორმოს ხელსაყრელი კონტრაქტები და აითვისოს ახალი ბაზრები. მაგისტრალის ამოქმედებისთანავე ჩინეთი, ყაზახეთი, ინდოეთი, მთელი ცენტრალური აზია, ისევე, როგორც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები ევროპისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება და პირიქით.

 

ნიუ-იორკის კონფერენცია

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, ყოველწლიურად იმართება Global Infrastructure Leadership Forum-ი, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიული პროექტების საბაზრო მოედანს და  მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის 100 საუკეთესო გლობალური პროექტის გამოვლენას. პროექტების შერჩევა მიმდინარეობს 9 თვის განმავლობაში, ფორუმის მრჩეველთა საბჭოს, ასევე სახელმწიფო და კერძო სექტორების ექსპერტების შეფასებებისა და მათთან კონსულტაციის საფუძველზე. აღნიშნული ფორუმი არის უნიკალური, დინამიური და ინტერაქტიული სტრუქტურა. ის ხელს უწყობს ინფრასტუქტურის კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უზრუნველყოფს სახელმწიფო და კერძო სექტორებს მომსახურებით, რომელიც ეფუძნება ფორუმის ოცწლიანი მუშაობის გამოცდილებას სხვადასხვა ინფრასტრუქტურის სფეროში როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად სამყაროში.

სწორედ აღნიშნულ ფორუმზე 2011 წლის იანვარში მსოფლიოს 100 გლობალურ პროექტს შორის დასახელდა “რკინის აბრეშუმის გზის” მშენებლობა, რომელსაც ახორციელებს  მარაბდა-კარწახის რკინიგზა.

პროექტის მიზანია აზიის სწრაფად მზარდ ბაზრებთან დამაკავშირებელი უმოკლესი და უსწრაფესი ალტერნატიული გზების ძიება, კომუნიკაციათა დივერსიფიცირება, ტექნოლოგიების გავრცელება და ენერგომატარებელთა სტაბილური მიწოდება.

ახალი ,,აბრეშუმის გზის” ფარგლებში  მოქმედებს ტრასეკას, აგრეთვე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ,,დიდი ნავთობსადენის” და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ,,დიდი გაზსადენის” მაგისტრალები.

დღეს ემატება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ ,,რკინის აბრეშუმის გზას”. იგი უმოკლესი მარშრუტით აკავშირებს ჩინეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს – ევროპასთან და პირიქით.

შეფასებები

მართალია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის მშენებლობა არ დასრულებულა, მაგრამ იგი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად შეიძლება ჩაითვალოს გეოპოლიტიკური დატვირთვის თვალსაზრისითაც, რაც  ნიშნავს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს, შორეულ პერსპექტივაში კი ცენტრალური აზიის ქვეყნებს, თურქეთთან და ევროპასთან სახმელეთო ტრანსპორტით დაკავშირება შეეძლებათ. ფაქტობრივად, ეკონომიკური კავშირები უფრო სტაბილური, მყარი და შეუქცევადი ხასიათის იქნება. არა მხოლოდ დეკლარაციისა და მენტალობის დონეზე, არამედ, გეოგრაფიულადაც, საქართველო უფრო მეტად დაუკავშირდება ევროპას. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, საუბარია, დაახლოებით, მილიარდ დოლარზე. ხარჯების კუთხითაც ეს ძალიან მასშტაბური პროექტია.  სულ მალე  რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლა დაიწყება ამ გზით და შედეგებიც მალე სახეზე იქნება.

 

www.ambebi.ge

ათწლეულის 10 ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში

ფინანსური ინფორმაცია