მნიშვნელობა საქართველოს მონაკვეთი ინფრასტრუქტურა სიახლეები პარტნიორები კონტაქტი ფოტოგალერეა
/

“მარაბდა-კარწახის რკინიგზის” წარმომადგენლების ვიზიტი გერმანიაში

2019 წლის 4-5 ივლისს, გერმანული კომპანია „Siemens Mobility“-ს ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ გენერალური დირექტორი, ლევან კანკავა, და ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი, იოსებ როსტიაშვილი, იმყოფებოდნენ ქ. ბრაუნშვაიგში, სარკინიგზო ავტომატიკისა და ტელემექანიკის მოწყობილობების დამამზადებელ ქარხანაში. აღნიშნული შეხვედრის დროს გაიმართა მიკროპროცესორული ცენტრალიზაციის (მპც) სისტემის პრეზენტაცია. ეს სისტემა ადაპტირებულია 1520მმ-ანი ლიანდაგის (პოსტსაბჭოთა) სტანდარტის რკინიგზის სიგნალიზაციის სისტემასთან.

კომპანია „Siemens Mobility“-ს განცხადებით, მოცემული სისტემები დანერგილია ბალტიისპირეთისა და უზბეკეთის რკინიგზების ცალკეულ მონაკვეთებზე. ამ ეტაპზე, განიხილება აღნიშნული სისტემების საქართველოს რკინიგზებზე დანერგვის შესაძლებლობა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო აგრეთვე სარკინიგზო ავტომატიკისა და ტელემექანიკის  სხვა თანამედროვე სისტემები და მათი განვითარების პერსპექტივები.

კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე დაათვალიერეს ქარხანა და გაეცნენ მპც-ს აპარატურის დამზადების ტექნოლოგიურ პროცესებს.