მნიშვნელობა საქართველოს მონაკვეთი ინფრასტრუქტურა სიახლეები პარტნიორები კონტაქტი ფოტოგალერეა
/

“მარაბდა-კარწახის რკინიგზასა” და შვეიცარულ კომპანია “შტადლერს” შორის ოფიციალური ხელშეკრულება გაფორმდა

6 ივნისს შვეიცარიაში, ქალაქ ბუსნანგში, გაიმართა შეხვედრა შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისა“ და კომპანია „შტადლერის“ წარმომადგენლებს შორის, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე ევროპული  სტანდარტის ლიანდებზე ავტომატური გადასვლის სისტემის შეძენის შესახებ.

ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში,რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგურის ტერიტორიაზე, პოსტსაბჭოთა სტანდარტის (ფართე) ლიანდები უერთდება ევროპულ სტანდარტის (ვიწრო) ლიანდებს. შემუშავებული პროექტის მიხედვით, ევროპული სტანდარტების ლიანდებზე მოძრავი შემადგენლობა უნდა გადავიდეს ავტომატურ რეჟიმში, 1520 მმ ლიანდებიდან 1435 მმ ლიანდებზე და პირიქით, სვლის შეჩერების გარეშე (5-15 კმ/სთ).

კომპანიის დირექტორმა, ლევან კანკავამ ხელი მოაწერა ოფიციალურ ხელშეკრულებას და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთს შეემატა კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგია. ეს არის მორიგი დასტური იმისა, რომ ახალქალაქის საერთაშორისო სარკინიგზო სადგური იქნება რეგიონში უპირველესი და უნიკალური ინფრასტრუქტურის მქონე სარკინიგზო ცენტრი.

სწორედ ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვის გამო, მგზავრთა გადაყვანის დაწყება იგეგმება 2019 წლისათვის.