მნიშვნელობა საქართველოს მონაკვეთი ინფრასტრუქტურა სიახლეები პარტნიორები კონტაქტი ფოტოგალერეა
/

2018 წლის 6 თებერვალს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქ. პეკინში, გაიმართა „ტრანს კასპიის აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო და სატრანზიტო დერეფნის როლი „Belt and Road“ ინიციატივის რეალიზაციის სერთაშორისო კონფერენცია“.

 

2018 წლის 6 თებერვალს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქ. პეკინში, გაიმართა „ტრანს კასპიის აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო და სატრანზიტო დერეფნის როლი „Belt and Road“ ინიციატივის რეალიზაციის სერთაშორისო კონფერენცია“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა, საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფერაძემ და მარაბდა-კარწახის რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლევან კანკავამ, აღნიშნული კომფერენცია გაიმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აზერბაიჯანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკონომიკური განვითარების მინისტრი ბატონი, შაჰინ მუსტაფაევი ასევე დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელი ჯავიდ გურბანოვი. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც მასპინძელმა მხარემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრის მოადგილემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის ხელმძღვანელის მოადგილემ, ხოლო მიწვეული სტუმრებიდან ასევე მონაწილეობა მიიღეს თურქეთის სახელმწიფო რკინიგზის გადაზიდვების ხელმძღვანელის მოადგილემ ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციების განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ და ყაზახეთის რესპუბლიკის რკინიგზის ვიცე-პრეზიდენტმა. კონფერენციაზე განხილულ იქნა ბქო-თბილისი-ყარსის მნიშვნელობა და როლი კონკრეტულ მარშრუტებზე, უახლოესი სამომავლო გეგმები და აღმოსავლეთ-დასავლეთის სამომავლო ტვირთბრუნვა.