მნიშვნელობა საქართველოს მონაკვეთი ინფრასტრუქტურა სიახლეები პარტნიორები კონტაქტი ფოტოგალერეა
/

თურქმენეთი ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში ჩასართველად ემზადება

ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტი შესაძლოა გაგრძელდეს, განაცხადა თურქეთის ელჩმა თურქმენეთში მუსტაფა ქაფუჯუმ. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

დიპლომატის თქმით, შესაბამისი პროექტები თურქულმა მხარემ უკვე მოამზადა.

ელჩმა აღნიშნა, რომ აღნიშნული მარშრუტის გამოყენება თურქმენეთსაც შეუძლია, რომლის მეშვეობით საკუთარ სასარგებლო წიაღისეულს მსოფლიო ბაზარზე გაიტანს.

„ბაქო–თბილისი–ყარსის გაგრძელების გეგმები გვაქვს. ამ მარშრუტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც თურქეთისთვის, ისე თურქმენეთისთვის. აშხაბადი ნავთობისა და გაზის ექსპორტის ახორციელებს და მას თავისი შემოსავლების გაზრდის სურვილი აქვს. თურქმენეთის გაზის მარაგები 26 მლრდ კბ/მ–ს შეადგენს“, – თქვა ელჩმა.

ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის საზეიმო ცერემონია ბაქოში 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა. მაგისტრალი აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. საწყის ეტაპზე მაგისტრალის გამტარუნარიანობა წელიწადში 6,5 მლნ ტ ტვირსა და 1 მლნ მგზავრს შეადგენს.

წყარო:

http://m2b.ge/post/219869-turqmeneti-baqo-tbilisi-yarsis-proeqtsi-casartvelad-emzadeba