მნიშვნელობა საქართველოს მონაკვეთი ინფრასტრუქტურა სიახლეები პარტნიორები კონტაქტი ფოტოგალერეა
/

აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრი რაშად ნაბიევი საქართველოს ეწვია

აზერბაიჯანის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების მინისტრი რაშად ნაბიევი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია.

ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები გურამ გურამიშვილი და გენადი არველაძე, სს „საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და შპს „მარაბდა – კარწახის რკინიგზის” გენერალური დირექტორი ლევან კანკავა.

შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები სხვადასხვა სატრანსპორტო დარგებს შორის. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის პროცესს, რაც საბოლოოდ დადებითად მოქმედებს ორივე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე. საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და ყაზახეთმა გააფორმეს ოქმი, რომელშიც ხაზი გაესვა ქვეყნების ძალისხმევას აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ.

ამავე დროს, აღინიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მეშვეობით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა ზრდადი დინამიკით გამოირჩევა.