IV ეტაპი –ახალქალაქის ვაგზალი: დასრულდა ვაგზლის შენობის სამშენებლო და კონსტრუქციული ნაწილები, ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი სამუშაოები, შიდა საინჟინრო ქსელების, გათბობა-ვენტილაცია-კონდეცირების სისტემების მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები; ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარების და კეთილმოწყობის სამუშაოები.
V ეტაპი –ახალქალაქის სარკინიგზო სადგური: დასრულდა სატვირთო რაიონში საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ბეტონის მოედნების მშენებლობა, დამონტაჟდა საკონტეინერო 40 ტონიანი ამწე; დაიგო 9 კმ სხვადასხვა დანიშნულების სარკინიგზო ლიანდაგი და ჩაიგო 37 კომპლექტი ისრული გადამყვანი; დასრულდა წევის ქვესადგურის შენობის მშენებლობა, მიმდინარეობს ღია და შიდა გამანაწილებელი მოწყობილობების სამონტაჟო და გაშვება-გაწყობითი სამუშაოები; დასრულდა სარკინიგზო და საავტომობილო სასწორების ძირითადი სამშენებლო სამუშაოები, მიმდინარეობს მათი ჯიხურების მშენებლობა; მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების, ვაგონების ურიკების შეცვლის პუნქტის და სხვა ძირითადი საინჟინრო-ტექნიკური დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები.
სატვირთო ვაგონების ურიკების გადაწყობის პუნქტში დამონტაჟდა 2 ჯოჯგინა ამწე.
სასიხარულოა, რომ ახალქალაქს უკვე ამშვენებს ევროპული სტანდარტის, თანამედროვე არქიტექტურის, ულამაზესი ვაგზლის შენობა რომელიც დაპროექტებულია მსოფლიოში ცნობილი გერმანელი არქიტექტორის იურგენ მეიერის მიერ.
სულ მალე ახალქალაქის სადგური უზრუნველყოფს როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო გადაზიდვებს.
ბაქო-თბილისი-სტამბულის სარკინიგზო მიმართულებით იმოძრავებენ უახლესი, თანამედროვე ტიპის მატარებლები.